ახალი ამბები
კასპის ერთ-ერთ სოფელში მამისგან ნაცემ გოგონას თვალები აქვს ჩალურჯებული
კასპის მუციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამამ არასრულწლოვან გოგონას სასტიკად სცემა. 9 მარტს გორის სასამართლომ ბრალდებულს წინაწარი პატიმრობა შეუფარდა.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობით, 17-წლის გოგონა, ოჯახური მდგომარეობის კუთხით, არასასურველ გარემოში იზრდებოდა. ძალადობის შესახებ რაიმე ცნობები კი, ტერიტორიულ ორგანოში მანამდე არ შესულა.

,,მოვიკვლიე ინფორმაცია და თანასოფლელებიც ადასტურებენ, რომ მშობლებს შორისაც, ხშირად ჰქონია ადგილი კონფლიქტს. გოგონა სახეშია ნაცემი და თვალები აქვს ჩალურჯებული“ - აცხადებს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

პროკურატურამ გამოძიება ოჯახური ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დასახლებაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები