ახალი ამბები
,,გორმედში" ძაღლისგან დაკბენილი მამაკაცი მიიყვანეს
დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ, გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც ძაღლმა უკბინა. ამის თაობაზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მედიკოსებმა განუცხადეს.

სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მამაკაცს ნაკბენი ფეხზე აღენიშნება. ამ წუთებში მკურნალობას ,,გორმედის' ექიმები უწევენ.

შემთხვევა წმინდაწყალზე მოხდა. ,,გორმედის" ანტირაბიული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წლის მარტის თვეში, მიუსაფარი ძაღლისგან მოქალაქეთა დაკბენის ეს უკვე 25-ე შემთხვევაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები