ახალი ამბები
გორის მერია კომბინატის დასახლებაში ძველი სტადიონის განახლებას აპირებს
ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში ახალი მინისტადიონი მოეწყობა. ამის შესახებ გორის მერიამ 45 ათასი ლარი გამოყო.

პროექტის მიხედვით, რომელიც შპს ,,გეომ" ჯერ კიდევ 2015 წელს შეადგინა, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ძველ სტადიონზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება.

განთავსდება როგორც ფეხბურთის კარები, ასევე, კალათბურთის ფარები. ასფალტბეტონიანი მოედანი დაიხაზება და სტადიონი შემოიღობება. სამუშაოები 3 თვეზეა გაწერილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები