ახალი ამბები
გორთან ახლოს ქიმიური ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს
გორთან ახლოს, ქიმიური ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს. ვიდეო მოქალაქემ იმ დროს გადაიღო, როდესაც წვის პროცესი მიმდინარეობდა.

ნარჩენები სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს, ჯერ დაწვეს და შემდეგ მიწა მიაყარეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ღია სივრცეში ნარჩენების წვა აკრძალულია. აკრძალულია ასევე ფოთლების წვაც. მაგალითად, 2017 წელს, ფოთლების წვის გამო, 200-მდე ადამიანია დაჯარიმებული.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა რეზინის მასალის წვის შედეგად, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები