ახალი ამბები
გორის სამ სკვერში ფანჩატურებს დადგამენ
წმინდაწყალზე და ვერხვების დასახლებაში სკვერებში ფანჩატურებს დადგამენ. ამის შესახებ გორის მერიამ 38 500 ლარი გამოყო.

თითო-თითო ფანჩატური კაჩინსკიის, ტყვიავისა და სუხიშვილის ქუჩებზე არსებულ დასასვენებელ პარკებში განთავსდება.

პროექტის მიხედვით, რომელიც მერიის დაკვეთით შეადგინეს, სკვერებს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ, ფანჩატურში კი, სკამები და მაგიდაა გათვალისწინებული.

მცირე ზომის მოსასვენებელი ადგილი კონკრეტულად შემდეგ მისამართზე მოეწყობა: ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ, სუხიშვილის ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებთან და ტყვიავის ქუჩის #10-11 კორპუსებთან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები