ახალი ამბები
სამწევრისის ფინური სკოლის მშენებლობა სრულდება (PHOTO)
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში სკოლის ახალი შენობის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. სასწავლო დაწესებულებაში, მხოლოდ, სასკოლი ინვენტარია შესატანი. ობიექტი დამკვეთისთვის 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაებარებინათ.

სკოლის გარეპერიმეტრზე გასაკეთებელია სკვერი. პროექტის მიხედვით, ეს სამუშაოებიც შესასრულებელია.

სამწევრისის დაწყებით სკოლაში, რომელიც ფინურ კოტეჯში იყო განთავსებული, 2017 წლის მონაცემებით, 14 ბავშვი სწავლობდა. ფინურ კოტეჯში მეორე კლასს არ ჰქონდა საკლასო ოთახი. ამჟამად, მოსწავლეები სოფელ კეხიჯვარში, სასკოლო ავტობუსით დადიან.

საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სამსახურის დაკვეთით, სამწევრისში ახალი, კვლავ, ფინური ტიპის სკოლის მშენებლობა დაუკვეთეს.

იხ. ამავე თემაზე:

ქარელის სოფელ სამწევრისში 20-მდე ბავშვისთვის სკოლა დროულად ვერ ააშენეს








Print

სტატიის გამოყენების პირობები