ახალი ამბები
ავტონაწილების ნაგავსაყრელი თელადგორი-ნიჩბისის მონაკვეთზე
კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მიჯნაზე, ავტონაწილებს და პოლიეთილენის ნივთებს, გზის პირზე ყრიან. ფოტოები გორი-მცხეთის საავტომობილო გზის გასწვრივ, მოფარებულ ადგილზეა გადაღებული.

სტიქიურ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენებიც მიაქვთ. 

აღნიშნული მონაკვეთი მდებარობს კასპიცემენტის კუთვნილ კარიერთან. კარიერის მანქანები  ნაგავსაყრელის გასწვრივ მოძრაობს. თელადგორი-ნიჩბისის ტერიტორიას მოსახლეობა საძოვრებადაც იყენებს.

კონრად ადენაუერის ფონდისა და „პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის ერთობლივი ძალებით ჩატარებულ კვლევის მიხედვით, საქართველში, ბევრ ადგილას ნარჩენები არ იფარება მიწით, რის გამოც მას ქარი ფანტავს ან კიდევ წვავენ. ინსინერაციის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოს ნაგავსაყრელებზე ხდება, ანუ ნარჩენების განურჩეველი დაწვა პირდაპირ პოლიგონებზე, ღია ცის ქვეშ, ნარჩენების თავიდან მოშორების მიზნით, ძალიან სახიფათოა გარემოსთვის.

,,მაგალითად, პლასტმასისა და პოლიეთილენის პარკის დაწვის შედეგად გამოიყოფა შხამი. თან ეს ხდება დასახლებებთან ძალიან ახლოს და სახიფათოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის. გადაუდებელ აუცილებლობად შეიძლება ჩაითვალოს საწარმოო
ნარჩენების ნაგავსაყრელების შესწავლა და შესაბამისი დაკონსერვება, რადგან ისინი შეიცავენ მომწამვლელ ნივთიერებებს და ითვლებიან სახიფათოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის." - აღნიშნულია კვლევაში.

მნიშვნელოვნად მოსაწესრიგებელი და მისახედია სამშენებლო და დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების საკითხი საქართველოში. სამშენებლო ნარჩენებს განეკუთვნება მინები, შესაფუთი მასალები, აგურის ბლოკები, ლითონები, მიწა და სხვა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ სახეობის ნარჩენების განთავსება თავად მშენებლობებს ევალებათ და არ შედის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის მოვალეობებში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები