ახალი ამბები
გუშინ ,,გორმედში" ძაღლისგან დაკბენილი კიდევ სამი ადამიანი მიიყვანეს
გუშინ, 15 მარტს, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" ძაღლისგან დაკბენილი სამი ადამიანი მიიყვანეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებაში განუცხადეს.

განყოფილების წარმომადგენლის თქმით, სამი მოქალაქიდან მხოლოდ ერთი ადამიანია მიუსაფარი ძაღლისგან დაკბენილი. 

,,ერთ მოქალაქეს საკუთარმა ძაღლმა უკბინა, მეორეს, - მეზობლის ძაღლმა. ხოლო მესამე მიუსაფარი ძაღლისგან დაშავდა," - აცხადებენ ,,გორმედში".

საავადმყოფოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მოქალაქეებს აცრები ჩაუტარდათ და რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

მიმდინარე წლის მარტში ეს უკვე 26-ე შემთხვევაა, როდესაც მიუსაფარი ძაღლისგან დაკბენილი ადამიანი მიიყვანეს ,,გორმედში".
Print

სტატიის გამოყენების პირობები