ახალი ამბები
გორში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ფინანსების მართვის თემებზე ტრენინგი გაიმართება
17 მარტს, გორში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრას გამართავს.

ტრენინგის მთავარი თემები იქნება: ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენება, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.

პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების”, ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან თანამშრომლობით, ახორციელებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები