ახალი ამბები
გორში გაზით ორი ქალი მოიწამლა
გორში, დღეს საღამოს, ბუნებრივი აირის შედეგად, ორი ადამიანი მოიწამლა. დაზარალებულები არიან 19-წლის და 28-წლის ქალბატონები. ისინი ბიძაშვილები არიან და ერთად ცხოვრობენ.

შეტყობინებისთანავე ,,გორმედის" საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, დაზარალებულებს სათანადო მკურნალობა გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბინაში აირის გაჟონვის მიზეზებს გორის შს სამმართველოს გამომძიებლები იკვლევენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები