ახალი ამბები
პერფორმანსი - "ეს დროშა მშვიდობაში" (ეძღვნება არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას)
,,თანამედროვე სამყაროში ტკივილი შეუმჩნეველი გახდა, ემოციები - გამოუთქმელი. შეიცვალა იარაღები და დღეს აქტუალური იგნორი, ცინიზმია... უკვალოდ ქრებიან ჩვენი ფიქრები და ქარში იფანტებიან სისხლიანი მოგონებები წარსულზე და გვაშინებს მომავალი.

გვტანჯავს გამოუთქმელი ფიქრები და ვიცით, რომ ვერ მივაწვდენთ ხმას ჩვენი ტკივილის ადრესატს. ახლოა წითელი ზღვარი, რომელიც დაგვიწესეს თვითმარქვიებმა და მაინც, არ ძალგვიძს მისი გარღვევა. ომი გვაცარიელებს, ომი გვაიძულებს, განვაგრძოთ ცხოვრება დაუძლურებულებმა. და ჩვენც გავშეშდით დაუცველნი თანამედროვე სამყაროს წინაშე, სადაც ჩვენს სიტყვას ფასი არა აქვს, სადაც არ გვისმენენ..

(თეთრი ფერი ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული სიწმინდისა და სისპეტაკის სიმბოლო-ჰიპოსტასად აღიქმებოდა. მორალური პრინციპების თანახმად, უძველესი დროიდან ომშიც კი უბრუნებდნენ მიცვალებულებს ერთმანეთს. თეთრი ფერი - როგორც მოწოდება მორალისაკენ)

და არ გვტოვებენ სისხლიანი მოგონებები თქვენზე, მათზე, ჩვენზე.."


Print

სტატიის გამოყენების პირობები