ახალი ამბები
კასპში დევნილები, სოცდაუცველები და ხანდაზმულები სააღდგომო საჩუქრებს მიიღებენ
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები სააღდგომო ნობათს მიიღებენ.

მერიის ადმინისტრაციის ცნობით, შეძენილი იქნება 397 სასურსათე სასაჩუქრე პაკეტი.

,,სააღდგომო პაკტს მიიღებენ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ასი და ას წელს გადაცილებული ხანდაზმული მოქალაქეებისათვის და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 1001-მდე" - აცხადებენ კასპის გამგეობაში.

პაკეტში შედის: პასკა, 30 კვერცხი, 2 ქათამი, 3 ლ ზეთი, 3 კგ შაქარი, 1-1 კგ შოკოლადი და ნამცხვარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები