ახალი ამბები
გორის დემოკრატიის სკოლაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშს აცნობენ
გორის დემოკრატიის სკოლაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს

მომხსენებლები სხვადასხვა სფეროს შესახებ არსებული მონიტორინგის შედეგებს აცნობენ საზოგადოებას.

- შრომითი უფლებები და სტანდარტები, ლინა ღვინიანიძე (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC)
- თანასწორობა, ბაია პატარაია (კავშირი „საფარი“)
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ერეკლე ურუშაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო)
- მართლმსაჯულება, ეკა ციმაკურიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია)

პრეზენტაციას ესწრებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ხორციელდება. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მოწვევით, მომხსენებლები ოთხი ძირითადი თემის ირგვლივ ისაუბრებენ იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება.

ღონისძიება ტარდება ფონდი „ღია საზოგადოება¬ - საქართველოსა“ და „აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ( EECMD)“ თანამშრომლობით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები