ახალი ამბები
,,გორმედში" მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც ცეცხლნასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება
გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" სოფელ ზერტიდან 50-წლამდე ასაკის მამაკაცი მიიყვანეს, რომელსაც გულმკერდის არეში სხვადასხვა სახის ჭრილობები აღენიშნება.

გორმედის ექიმის, მერაბ მაისურაძის განმარტებით,მამაკაცს აღენიშნება როგორც ცეცხნასროლი ჭრილობა, ასევე, დანით მიყენებული დაზიანება. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

შს სამინისტროს თანამშრომლები გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები