ახალი ამბები
დღეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ცხინვალიდან ერგნეთში ,,წითელი ჯვარი" გადაასვენებს
დღეს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

რუსულენოვანი სააგენტოების ცნობით, ცხინვალში ექსპერტიზის პასუხები რუსეთიდან უკვე მიიღეს, შესაბამისად, მზად არიან ნეშტი წითელი ჯვრის ორგანიზაციის წევრებს გაატანონ. ერგნეთში წითელი ჯვრის მანქანებს უკვე ელოდებიან.

ცხინვალის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებას იმ სატრანსპორტო საშუალებასაც დაუბრუნებენ, რითი არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში შევიდა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორის რაიონში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლება ა ოჯახი ცხედრის გადაცმეას ამ დრომდე ელოდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები