ახალი ამბები
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების დაწყებულ საქმეს ჰოსპიტალის წარმომადგენლები გააგრძელებენ
დღეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამწვანების აქცია გაიმართა. ჰოსპიტალის ეზოში დაუნის სინდრომის მქონე პირებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად იფნის ნერგები დარგეს.

გამწვანების აქცია გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ აქციისათვის იფნის ნერგები უსასყიდლოდ გამოყო. სამომავლოდ, ნერგების მოვლა-პატრონობას გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

ღონისძიება დაგეგმილ იქნა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი"

Print

სტატიის გამოყენების პირობები