ახალი ამბები
გორის თეატრში ,,ანტიგონეს" საპრემიერო ჩვენებები იწყება
გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. თეატრის დასი მაყურებელს ,,ანტიგონეს" წარუდგენს.

ჟან ანუის პიესის მიხედვით დადგმული 2 მოქმედებიანი ტრაგედია, გორის, თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელის პირველი ნამუშევარია.

"რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი და სამართალი უპირისპირდება ერთმანეთს?
რა ხდება მაშინ, როდესაც სუსტი სქესი ავლენს ძლიერ მხარეს?
რა მოულოდნელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო მმართველისთვის სამართალთან დაპირისპირებას?
რამდენად არის სახელმწიფო მოხელე პასუხისმგებელი თავის გადადგმულ ნაბიჯზე და რამდენად აცნობიერებს მოქალაქე საკუთარ არჩევანს?"

ეს ის საკითხებია რაზეც რეჟისორ დავით ჩხარტიშვილილს სურს დააფიქროს მაყურებელი. "ანტიგონეს" საპრემიერო ჩვენება ერისთავის თეატრში 22, 23, 25 და 27 მარტს, საღამოს 7 საათზე გაიმართება.

ვიდრე დასი ,,ანტიგონეზე" მუშაობას შეუდგებოდა, რომელიც ძველი ბერძნული ეპოსის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, მანამდე ლევან ბერძენიშვილს შეხვდნენ და 2017 წლის დეკემბერში მისი ლექცია მოისმინეს.

,,ძველ საბერძნეთში, თეატრში ყველა მოქალაქე დადიოდა, ოღონდ, კარგად იცოდნენ, სად მიდიოდნენ. ბერძენი არ მიდიოდა იქ, ისე, უბრალოდ. ყველაფერი იცოდა, რაც იქ ხდებოდა. ეს იყო მისი განათლება, მითოსის ცოდნა..." ამ სიტყვებით, ლევან ბერძენიშვილმა აუდიტორიას მიმართა. მან საჯარო ლექცია, ანტიკური თეატრის წარმოშობის შესახებ, წაიკითხა. სოფოკლეს ტრაგედიის ,,ანტიგონეს“ მიხედვით, სპექტაკლი გორის თეატრში უკვე მზადაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები