ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან სოფელ აძვში რუსეთის სამხედროებმა ორი მოქალაქე დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვთან ორი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკავებულები არიან 40 წლის იოსებ გუნდიშვილი და 30 წლის დავით გერკეული. ადგილობრივების განცხადებით, მათი დაკავება, სავარაუდოდ, წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოხდა.

წმინდა გიორგის ეკლესია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და მის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო ბაზებია. აძველებს ამ ეკლესიასთან დიდი ხანია არ უშვებენ.

გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აძვის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა-ლოცვა სააღდგომოდ 2 წლის წინ აღავლინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დაკავებულების გასათავისუფლებლად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, მუშაობს.

ფოტოზე: რუსეთის სამხედრო ბაზა აძვის სასაფლაოდან

Print

სტატიის გამოყენების პირობები