ახალი ამბები
გორში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მდინარე მტკვრის სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ გაერომ 1993 წელს დააწესა. მისი მიზანია წყლის როლის მნიშვნელობის გააზრება კაცობრიობის არსებობისთვის, წყლის რესურსების დაცვა და შენარჩუნება.

გაეროს შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მსოფლიო მასშტაბით არცერთ ადამიანს აღარ ექნება. წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები