ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის დირექტორმა ვეტერანებთან მემორანდუმი გააფორმა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა მოაწერეს.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრეს-სამსახურმა მიაწოდა.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები, ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, მჭიდრონ ითანამშრომლებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები