ახალი ამბები
კონცერტი სლოგანით ,,წინდამინდა" გორის კულტურის სახლში გაიმართა
გორში, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. დაუნის სინდრომის მქონე პატარებმა და ახალგაზრდებმა ერისთავის თეატრის მსახიობებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად წარმოდგენა გამართეს. ღონისძიების მონაწილეები და მაყურებლები შეუერთდნენ მსოფლიო კამპანიას გზავნილით „რას ვმატებ საზოგადოებას“ და სიმბოლური ფოტოები გადაიღეს.

წარმოდგენა გორის მერიის, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის,“ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისა“ და „კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა

Print

სტატიის გამოყენების პირობები