ახალი ამბები
ცხინვალის გარშემო ტყეებში ცხოველებისთვის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებას აპირებენ
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ტყეებში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების დაყრა იგეგმება, რომელიც საკვებ ინგრედიენტების შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და გეოლოგიის კომიტეტი ავრცელებს.

ცხინვალის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კომიტეტის ხელმძღვანელი იური გაზაევი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, ცოფის შემთხვევები გახშირებულია.

პრეპარატი, რომელიც საკვებ ინგრედიენტებს შეიცავს, რუსული წარმოებისაა. გაზაევის განცხადებით, მას პირველ ეტაპზე, ქალაქ ცხინვალის გარშემო ტყეებში გამოიყენებენ. განმარტავს, რომ ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეუძლებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რადგან ადამიანურ რესურსებს მოითხოვს.

ცოფიანი გარეული ცხოველებისგან ადამიანების დაკბენის შესახებ, ცხინვალის მედია ამ ეტაპზე სტატისტიკას არ აქვეყნებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები