ახალი ამბები
გორის ,,ოკუპაციის მუზეუმის" ფოტოები სლოვაკეთის ელჩისთვის სანახავად მძიმე აღმოჩნდა
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გორში ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს. ფოტოების დათვალიერების დროს, სლოკავეთის ელჩს თვალზე ცრემლი მოადგა. მიღებული შთაბეჭდილებები დიპლომატმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გაუზიარა:

,,პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ამ მემორიალური ადგილის გახსნა. ეს ნამდვილად მეტად სევდიანი ადგილია; პირველივე სურათების დანახვისას თვალზე ცრემლი მომადგა. კარგი იქნებოდა, ახლა, აქ რომ არ ვყოფილიყავი და აგვისტოს 2008 წლის მოვლენები საერთოდ რომ არ მომხდარიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მუზეუმები არსებობდეს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და დაათვალიეროს ის. გორი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. ეს არის ადგილი სადაც განვითარდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გააქტიურდა ოკუპაცია." - განაცხადა რუდოლფ მიხალკამ.

უცხოელ სტუმრებთან ერთად  საგამოფენო სივრცე ადგილობრივი თვითმართველობის და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომდგენლებმა დაათვალიერეს.

დამთვალიერებელს გიდობა ორგანიზაცია ,,ქართლოსის ხელმძრვანელმა, მეგი ბიბილურმა გაუწია.  სტუმრებს საკუთარი მოსაზრებები, კონფლიქტებთან დაკავშირებით, გორის უნივერსიტეტის რექტორმაც გაუზიარა. გიორგი სოსიაშვილის თქმით, მუზეუმი ინტენსიური ლექცია-სემინარებით იფუნქციონირებს. ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, ამ სივრცეს, მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება.

მუზეუმი ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ პროექტის, ,,ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში“ ფარგლებში მოეწყო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები