ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
ცხინვალის ციხეში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

დღეს დილით ცხედარი წილკნიდან წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ტატუნაშვილის ცხედარს ეკლესიიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე14:00 საათზე გამოასვენებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები