ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა
წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში დასვენებულ არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა. ივანიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

არჩილ ტატუნაშვილი ეკლესიაში წილკნიდან 11 საათზე გადაასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი 14 საათზე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხალხის რაოდენობის გამო, გამოსვენების პროცესი გადაიდო.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ის 2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის იზოლატორში გარდაიცვალა. ექსპერტების შეფასებით, ახალგორიდან დევნილი ტატუნაშვილი აწამეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები