ახალი ამბები
რუისში საფლავების ამოთხრის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს
.ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიის მიმდებარედ არსებული ძველი საფლავების გათხრის ფაქტზე, მოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.

პოლიციელებმა, კერძოდ, კრიმინალისტური სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა, ამბობენ, რომ მიმდინარეობს, მხოლოდ, საკითხის შესწავლა.

ადგილობრივმა მკვიდრმა გიორგი ეგნატაშვილმა გადმოცემით იცის, რომ ამ ეკლესიის ეზოში მისი საგვარეულოს 13 წევრია დაკრძალული.

,,ჩემი წინაპრებისგან ვიცი, რომ ამ ეზოში ჩემი საგვარეულოს ხალხიცაა დაკრძალული. ადრე, რაღაც დაავადება გაჩენილა და ურმით ამოუტანიათ გარდაცვლილები და აქ დაუკრძალავთ. ამ სასაფლაოზე ჩემი წინაპრებიც მარხია და თუ რამ ცუდი კეთდება, ბუნებრივია, მე ვიქნებოდი წინააღმდეგი,“ - განმარტავს ეგნატაშვილი
.


Print

სტატიის გამოყენების პირობები