ახალი ამბები
გორის 11 ქუჩას მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის მოაწყობენ
ქალაქ გორში, 11 ქუჩაზე, მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ. ამისათვის, საგზაო ნიშნებს გამოცვლიან, ზოგ ადგილას კი, ახლებს დაამატებენ.

მერია უახლოეს ხანებში პროექტს შეადგენს, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდებისთვის გამოსადეგ გზების ნახაზს მოიცავს. ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებისთვის ზოგადი სურათი ცნობილი გახდება.

პროექტის მიხედვით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა:

1. სტალინის გამზირი (თამარ მეფის ქუჩიდან კეცხოველის ქუჩამდე (მტკვრის და რკინიგზის ხიდების ჩათვლით);

2. ჭავჭავაძის გამზირი (სტალინის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე)

3. დავით აღმაშენებლის გამზირი;

4. მშვიდობის გამზირი;

5. დ. ამილახვარის ქუჩა;

6. თამარ მეფის ქუჩა (სტალინის გამზ.-დან აბრამიშვილის ქუჩამდე);

7. კეცხოველის ქუჩა;

8. გორიჯვრის ქუჩა (კეცხოველის ქუჩიდან გაბაშვილის ქუჩამდე);

9. ტყვიავის ქუჩა;

10. 26 მაისის სანაპირო (გურამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირამდე);

11. ძმები რომელაშვილების ქუჩა.


პროექტის გეგმის ნაწილი უნდა შეიცავდეს საგზაო ნიშნების და მონიშვნების არსებულ, დასამონტაჟებელ და გაერთიანებულ (არსებული და დასამონტაჟებელი ერთად) ვარიანტებს. საგზაო ჰორიზონტალური მონიშვნები უნდა განხორციელდეს თერმოპლასტიკური საღებავით შუქამრეკლი ბურთულაკების დანამატით.

ქალაქის ქუჩების ყველა გამოსასვლელში უნდა მოეწყოს შესაბამისი საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გათვალისწინებული უნდა იყოს ამორტიზირებული საგზაო ნიშნების დემონტაჟი ადგილმდებარეობის მითითებით. პროექტი შეთანხმდება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარ სამმართველოსთან, ხოლო პროექტის პირველი ნაწილი ასევე შეთანხმდება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოსთან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები