ახალი ამბები
ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით მათემატიკის ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება
საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი მესამე წელია ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას.

გასულ წლებში ოლიმპიადა ,,გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018“ ორ ქალაქში ტარდება. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

„წელს ოლიმპიადის მასშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018“. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს, მათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ლიბერთი ბანკი უკვე მეორე წელია მხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში”- განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა.“ – განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები