ახალი ამბები
დედის და შვილის გამყოფი ჭიშკარი სოფელ აბრევთან
.სოფელ აბრევში ცოლ-ქმარი ნინო ოდიშვილი და ვოვა ბოლოთაევი ცხოვრობენ. მათ საკუთარი სახლი, რომელიც სოფელ მსხალებში ჰქონდათ, დაენგრათ და იძულებული გახდნენ საცხოვრებლად აბრევში გადასულიყვნენ. მსხალებიც და აბრევიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დაქვემდებარებულ ტეიტორიაზე მდებარეობს.

აბრევი ემიჯნება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს. აბრევის ,,ჭიშკრამდე" მანძილი საკორინთლოს ბოლო სახლიდან სულ რაღაც 500 მ-ია. ამ გზაზე ერთხელ უკვე დააკავეს ნინოს დედა, ნუნუ ოდიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები