ახალი ამბები
„ცრუ გოგიას“ კომპანია, 50 წლის რეზერვუარები, შადრევნებად ამოხეთქილი სასმელი წყალი და ვერდასრულებული პროექტები გორში
მასალა მომზადებულია ,,droa.ge"-სთვის"

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ატენში, ხიდისთავსა და ქვახვრელში 2016 წლიდან სასმელი წყლის მასშტაბური პროექტები ხორციელდება, თუმცა, დღემდე, არც ერთი პროექტია დასრულებული. ატენში, სადაც მილების ჩაყრა დღესაც გრძელდება, ამბობენ, რომ სისტემა ,,გატესტვის“ პროცესშია, ხიდისთავში, სათავე ნაგებობაზე, სამუშაოები შეჩერებულია. იქ მომუშავე მუშებმა არ იციან, რა ხდება, ხოლო ქვახვრელში სისტემა ,,გატესტეს“, თუმცა, წყალმა ალაგ-ალაგ შადრევანივით ამოხეთქა.

პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2016 და 2017 წლებში დაფინანსდა და სამუშაოებზე, ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან, ჯამურად, 6 მილიონ ლარამდე გამოიყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები