ახალი ამბები
გორის ,,ნიკორაში" კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს
გორში მდებარე სუპერმარკეტ ,,ნიკორაში" ახალგაზრდებმა 112-ში დარეკეს და პოლიცია გამოიძახეს. ამის მიზეზი მაღაზიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების მიერ მათთვის წაყენებული ბრალდება გახდა.

მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა შეამჩნია, რომ ,,ნიკორას" მაღაზიიდან ახალგაზრდების ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა დასახელების პროდუქტი უბეში ჩაიწყეს.

,,რამდენიმე სრულწლოვანი იყო. ერთმა უბეში მალულად პროდუქტები ჩაიწყო, რაც მონიტორინგის სამსახურმა შეამჩნია. შემდეგ ისევ უკან დააწყეს და აქეთ დაგვემუქრნენ პოლიციით, თავად გამოიძახეს პოლიცია," - განუმარტეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

პატრულის შემდეგ, ,,ნიკორას" მაღაზიაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც უკომენტაროდ დატოვეს შენობა. ამ ეტაპზე გორის შს სამმართველო მოკვლევას აწარმოებს, დაათვალიერებენ სათვალთვალო კამერის კადრებს. დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, გამოძიებას ოფიციალურად დაიწყებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები