ახალი ამბები
ორი მედალი ბულგარეთიდან გორში
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125კგ) ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია.
ქართველმა ფალავანმა ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი მურადინ კუშხოვი დაამარცხა 5:0.

ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა კიდევ ერთმა გორელმა ფალავანმა ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზიდან – ჯაბა ყველაშვილმა (79).

სულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მონაპოვარი 5 მედალია.

ოქრო - გენო პეტრიაშვილი(125);

ვერცხლი - ირაკლი მწითური (92);

ბრინჯაო - ოთარ გოგავა (61), ჯაბა ყველაშვილი და ნიკა კენჭაძე (ორივე - 79) .

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები