ახალი ამბები
შიდა ქართლში მაღალი ხარისხის ვაშლის მოსავალი წინა სეზონთან შედარებით განახევრებულია
2017 წელს შიდა ქართლში ფერმერებმა 6 200 ტონა ვაშლის მოსავალი მიიღეს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, კვლევა საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებმა ჩაატარეს. მათ იმ ფერმერების მოსავალი შეამოწმეს, რომელთაც ხეხილის ბაღი არანაკლებ 1 ჰა-ზე აქვთ გაშენებული.

2017 წლის მოსავალი 2,4-ჯერ ნაკლებია 2016 წლის მოსავალთან შედარებით. ამის მიზეზი 2017 წლის გაზაფხულზე დაფიქსირებული დაბალი ტემპერატურა (ყინვები) სახელდება. წინა სეზონზე 2016 წელს ფერმერებმა 14 900 ტონა ვაშლი მიიღეს.

სამინისტროს ცნობით, 2015 წლიდან დღემდე, შიდა ქართლში, ხეხილის 283 ახალი ბაღი გაშენდა. ახალი ბაღების საერთო ფართობს 1491 ჰა დაემატა. ეს ბაღები პროექტის ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში მოეწყო.

„დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, 4 709 ჰა ფართობზე ხეხილის 767 ბაღის გაშენება დაფინანსდა. დაფინანსების მოცულობა შეადგენს 24 მლნ 684 617 ლარს. ბაღების უმეტეს ნაწილში გაშენდა კაკალი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ნუში და თხილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები