ახალი ამბები
გორში გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ჩატარდება
13–15 აპრილს გორში ნუგზარ სხირელის სახელობის დარბაზში ჩატარდება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი 13 წონაში გაარკვევენ საუკეთესოთა ვინაობას.

გამარჯვებულთათვის და პრიზიორებისთვის დაწესებულია თასები, მედლები და ფულადი პრემია.

შეჯიბრებას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

ტურნირის ორგანიზატორები არიან: გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები