ახალი ამბები
ესტონეთის ,,ოკუპაციის მუზეუმი" გამოფენას საქართველოში მოაწყობს
ესტონეთის ,,ომის მუზეუმის" წარმომადგენლებმა გორში ,,ოკუპაციის მუზეუმი", ხოლო ერგნეთში - ,,ომის მუზეუმი" დაათვალიერეს. სტუმრებსა და მათ ვიზიტს შიდა ქართლში ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" უმასპინძლა.

ესტონელები გორის ,,ოკუპაციის მუზეუმისა" და ერგნეთის ,,ომის მუზეუმის" საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ მასალებს გაეცნენ. ერგნეთში, ,,ომის მუზეუმის" დამაარსებელმა ლია ჩლაჩიძემ ერგნეთის უახლოესი წარსულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც მუზეუმის გახსნის სურვილი გაუჩნდა.

სტუმრებმა და მასპინძლებმა, ორი ქვეყნის მუზეუმების და მათი გამოცდილების შესახებ, ერთმანეთს იდეები გაუზიარეს. ამის შემდეგ, სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულთა საპატივსაცემოდ მოწყობილი ,,გმირთა მემორიალი" მოინახულეს და რუსული აგრესიის შედეგები შეაფასეს.



,,ერგნეთში ომის ამსახველი 12 წუთიანი ვიდეოც ვაჩვენეთ. ესტონელები ესტონეთის ,,ოკუპაციის მუზეუმში" წელს დიდი გამოფენის ჩატარებას აპირებენ. შემდეგ კი, ამ გამოფენას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც მოაწყობენ. ეს იმ მიზნით, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია" - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები