საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა - გასაღების
ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ რუსთავში, ჯამში 2 100
აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 - დოლარიანი კუპიურა
გაასაღა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
სტატიის გამოყენების პირობები