ახალი ამბები
ფეხბურთელები მაზნიაშვილის სოფლიდან რეგიონში ლიდერები გახდნენ
სოფელ სასირეთში 100-მეტრიანი საფეხბურთო მოედანი ეწყობა, სადაც სასირეთის საფეხბურთო გუნდის ,,იმედის" წევრები ივარჯიშებენ. სამუშაოებს კასპის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს.

გუნდმა მარტის დასაწყისში მეგობრობის თასი მოიგო, რომელიც შიდა ქართლის მასშტაბით, გაიმართა. შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გამართულ ჩემპიონატზე სასირეთელი ფეხბურთელები ლიდერები გახდნენ.

სასირეთის გუნდმა, ძმები არველაძეების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფორმები შეიძინა. მის მწვრთნელს ზურაბ ბეჟიტაშვილს ხელფასს სწორედ ამ ფონდიდან უხდიან.

,,იმედში" ძირითადად გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სასირეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები თამაშობენ.

ამ გუნდს გასულ წელს კიდევ ერთი წარმატება უკავშირდება. ის ,,შიდა ქართლის ჩემპიონი - 2017" გახდა.

კერძოდ, ,,იმედმა" მე-2 წრის ბოლო სამი ტურიც წაუგებლად ჩაატარა: ხაშური-სურამის გუნდი შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა, აგარაში გასვლით მატშიც 4-1 გაიმარჯვა, სახლში ქარელის ,,შევარდენს" 2-1 მოუგო და შიდა ქართლის ჩემპიონობაც გაინაღდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები