ახალი ამბები
ფლავის ხაზი - ოტრევში ფლაველები სამძიმარზე ვერ მიდიან (VIDEO)
სოფელ ოტრევში, რომელსაც რუსეთის სამხედროები აკონტროლებენ, 2-3 ოჯახია დარჩენილი. ამ სოფელში რამდენიმე დღის წინ ქალი გარდაიცვალა. მისასამძიმრებლად ჭირისუფლებთან ცოტა ხალხი მივიდა, რადგან ოტრეველების უმრავლესობა წასულია დასახლებიდან. ნაწილი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად, ნაწილი კი, - ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

ამ ოჯახის ჭირისუფალი ყველაზე მეტ ხალხს ფლავიდან ელოდა. ფლაველები კი, სამძიმარზე ვერ წავიდნენ. მათ შორის, ნაირა ვაზაგაშვილი. მავთულხლართები რომ არ იყოს, ნაირა ვაზაგაშვილი და მთელი სამეზობლო გარდაცვლილს პატივს მიაგებდა.

,,ძალიან კარგი ქალბატონი დაიღუპა მაგ სოფელში. საშუალება რომ იყოს, მთელი სამეზობლო წავიდოდით სამძიმარზე. რუსები მთის ფერდობზე დგანან. როგორც კი, ვინმეს დაინახავენ მავთულხლართებთან ახლოს მისულს, მაშინვე გამოიქცევიან ხოლმე ძაღლით.“ - ამბობს ნაირა ვაზაგაშვილი
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები