ახალი ამბები
თეძმისა და ძამას ხეობებში ახალგაზრდული ბანაკების მოსაწყობად ადგილს ეძებენ
საქართველოს პარლამენტთან არსებული სტუდენტური გაერთიანება ძამასსა და თეძმის ხეობებში ახალგაზრდულ ბანაკებს მოაწყობს. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა“ და პარტნიორ ა(ა)იპ ,,საქართველოს დამოუკიდებელ სტუდენტთა და მოსწავლეთა გაერთიანების“ წარმომადგენლებმა შიდა ქართლში ვიზიტის დროს გადაწყვიტეს.

გადაწყვეტილება პროექტის ,,განავითარე შენი რეგიონის" ფარგლებში მიიღეს, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ახალგაზრდული პარლამენტისა და მისი პარტნიორი გაერთიანების წევრები კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ.

პროექტი „განავითარე შენი რეგიონი“ გულისხმობს საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა გზებით და მეთოდებით ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბებას, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას და მათი უნარების განვითარებას. შეძენილი გამოცდილებით მათ შესაძლებელობა მიეცემათ ჩაერთონ სახელმწიფო განვითარების პროცესში.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის პოტენციალზე კერძოდ - ტურიზმისა და საზაფხულო ბანაკებისათვის არსებულ საუკეთესო ადგილებზე და სხვა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები