ახალი ამბები
,,კულა" გორში ახალ საფეხბურთო კლუბს აფინანსებს
მეხუთე თვეა გორში ახალგაზრდული საფეხბურთო კლუბი ,,ლეგიონი" გამოჩნდა. გუნდის წევრები ძირითადად ,,ქართლის" სტადიონზე ვარჯიშობენ.

,,ლეგიონი" ჯერ-ჯერობით მეხუთე ლიგაში თამაშობს, თუმცა ამხანაგურ შეხვედრებში წარმატებებს აღწევს. გასულ თვეს ასეთ შეხვედრაზე გორის ,,დილაც" კი დაამარცხა/

საფეხბურთო კლუბი 2017 წლის ნოემბერში დაფუძნდა. მისი ხელმძღვანელია დავით გოგლიძე. გუნდს ფინანსურად გორის საკონსერვო ქარხანა ,,კულა" ეხმარება. ,,კულას" ხელმძღვანელი ივანე გოგლიძე კლუბს ეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე, მატერიალურად.

,,ლეგიონერებმა" ბოლო ამხანაგურ შეხვედრებზე გორის ,,გორი" და საფეხბურთო კლუბი ,,ლიახვი ცხინვალიც" დაამარცხეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები