ახალი ამბები
გორის ადმინისტრაციულ შენობასთან ინდურ ფილმს იღებენ
ორი დღეა გორის ცენტრში ფილმს იღებენ. ინდური კომპანიის ჯგუფი ეპიზოდურ სცენებს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგამს.

სცენარის მიხედვით, ქალაქის მთავარი ადმინისტრაციული შენობა პოლიციის განყოფილებას წარმოადგენს. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა.

კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით კი აქცენტი კეთდება ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე.












Print

სტატიის გამოყენების პირობები