ახალი ამბები
დვანის საჯარო სკოლის 22 მოსწავლეს კომპიუტერები გადასცეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დვანში, სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მერიიდან აცნობეს.

პერსონალური კომპიუტერები სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებმა მიიღეს, რომლებიც სოციალური დაუცველის სტატუსით სარგებლობენ.

პედაგოგ მარიამ მამაგულაშვილის ცნობით, აქცია გაიმართა პროექტის ,,ჩართეს" ფარგლებში და მადლობას ქარელის რესურსცენტრის წარმომადგენლებს უხდის. პროექტს "ჩართე" ახორციელებს საგანმანათლებლო ფონდი “Educare Georgia”. ფონდის მისიაა: - ,,ინტერნეტისა და ტექნოლოგიების მეშვეობით გავხადოთ მსოფლიო დონის განათლება ხელმისაწვდომი საქართველოში".

დვანის საჯარო სკოლაში, ბოლო მონაცემებით, 134 მოსწავლე სწავლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები