ახალი ამბები
რუისის არხს ,,მელიორაციის სამსახური" მაისში ჩაიბარებს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან სარწყავი არხის მშენებლობა მაისში დასრულებდა. მანამდე, სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებს არავინ შეამოწმებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გადაღებულ ფოტოებზე, არხის დიდი ნაწილი ასე გამოიყურება. ბეტონის კონსტრუქციები ალაგ-ალაგ ამოყრილია.

ქარელის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოებზე პასუხისმგებელია ,,მელიორაციის სამსახური". მელიორაციის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ცნობით, შემსრულებელი კომპანია ვალდებულია პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულოს.

,,ეს კომპანია სამუშაოებს მაისის ბოლოს დაასრულებს. ფაქტობრივად, არხის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს და ჯერ პროცესი არ დამთავრებულა," - აცხადებენ მელიორაციის სამსახურში.





Print

სტატიის გამოყენების პირობები