ახალი ამბები
ქარმა გორში მშენებარე სასტუმროსთან უსაფრთხოების ღობე მოშალა
ქალაქ გორში, მშენებარე სასტუმროსთან უსაფრთხოების ღობე მოიშალა და გზაზე გადაიყარა.

ამის მიზეზი ძლიერი ქარია. მშენებარე სასტუმრო ვერხვების დასახლებაში მდებარეობს.

არის საფრთხე, რომ თუნუქის სხვა ფურცლებიც გზაზე აღმოჩნდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარე 17-22მ/წმ-ია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები