ახალი ამბები
გორში პარტიულ ყრილობას საკადრო ცვლილებები მოყვება
პარტია ,,ქართული ოცნების" გორის ყრილობის ჩასატარებლად ამ წუთებში თეატრში იკრიბებიან. შეხვედრა 13 საათზეა დანიშნული. 

მმართველი გუნდი ახალ თავმჯდომარეს, კოტე თავზარაშვილს აირჩევს. ის გიორგი თორთლაძეს შეცვლის. კოტე თავზარაშვილი გორის მერია.

ყრილობას სავარაუდოდ მთავრობის ხელმძღვანელი დაესწება, რომელიც შიდა ქართლის ახალ გუბერნატორს წარადგენს. კახა სამხარაძე ამბობს, რომ მისი შეცვლის თაობაზე, კონსულტაციები მიმდინარეობდა.

სამხარაძის ნაცვლად, შიდა ქართლში, წინასწარი ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს გადაიყვანენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები