გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, მილიონიანი პროექტის
განხორციელების დროს, ერთ-ერთ უბანში წყლის მილები ჩასაყრელი დარჩათ.
ამის გამო, ახალ კომპანიას დამატებითი სამუშაოების გაწევა უხდება.
საქმე 2016-2017 წლებში ქვახვრელში მომუშავე შპს ,,არქიკულტურას"
დაწყებულ საქმეს ეხება. ,,არქიკულტურამ" 800 000 ლარი იმ პირობით
ჩაურიცხეს, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულად
ჩაუთვალეს.
,,ეს უბანი იყო გამორჩენილი და ეხლა ყრიან წყლის მილებს," - გვითხრეს
ადგილობრივებმა. სასმელი წყლის ახალი მილების გარეშე, დაახლოებით 10
ოჯახია დატოვეს. ამჟამად, სამუშაოებს სხვა კომპანია ,გეოპლასტი"
აწარმოებს.
,,გეოპლასტი" ამ საქმეში, ახალი ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 15
დეკემბრიდან ჩაერთო.
ქვახვრელის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2016 წლის 26
ივნისიდან 2017 წლის მაისამდე კომპანია ,,არქიკულტურა" მუშაობდა. მათ
800 000 ლარი აითვისეს და აცხადებდნენ, რომ სამუშაოების ძირითადი
ნაწილი დაასრულეს. კერძოდ, დარჩენილი იყო მრიცხველების სამონტაჟო
სამუშაოები.
კომპანია ,,არქიკულტურას" სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა
დაესრულებინა, თუმცა ვერ დაასრულა. გორის მაშინდელმა გამგებელმა ვადა
სამჯერ გადაუწია. 880 000 ლარიდან ,,არქიკულტურამ" 800 000 ლარი
აითვისა. დროულად ვერშესრულების გამო, პირგასამტეხელო, მხოლოდ, 90 000
ლარი დააკისრეს.
ეს არის პროექტი, რომლის გამო გუბერნატორი და გამგებელი ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ,
ხოლო სოფლის მოსახლეობამ ტურისტული გზა გადაკეტა, რასაც პოლიციის
მხრიდან აქციის ძალისმიერი მეთოდთ დაშლა
მოჰყვა.
სტატიის გამოყენების პირობები