ახალი ამბები
გორის მერის წარმომადგენლებმა ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შესახებ ტრენინგები გაიარეს
გორის მერიის წარმომადგენლებმა თემაზე ,,სათემო განვითარება და ტყეები“ ტრენინგი გაიარეს, სადაც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN-ის წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე, რეკრეაციული ტყეების მართვის ინსტიტუციურ მოდელზე, ბრიკეტზე - შეშის ალტერნატიულ მოდელზე და ტყის არამერქნულ პროდუქტების გამოყენებაზე ისაუბრეს.

მერის წარმომადგენლებს დაევალათ, საწვავის ალტერნატიული მოდელის შეასახებ, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას. ამისათვის შესაბამისი საინფორმაციო მასალაც გადაეცათ.

აქტივობები პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ - ის ფარგლებში, CENN-სა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ცენტრსა და რეგიონს შორის დიალოგის განვითარებაა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები