ახალი ამბები
,,ლეთეთში რა ავაო" - სოფელი სკოლის, საბავშვო ბაღის და მოედნის გარეშე
.ლეთეთურას ნაპირზე 70-მდე კომლი ცხოვრობს. ქარელიდან სოფელი სულ რაღაც 2 კმ-ითაა დაშორებული. ბავშვები სკოლაში ტრანსპორტით დადიან, რადგან არასრული სკოლა რამდენიმე წლის წინ დაიხურა. 

ორი დღის წინ, ერთ-ერთ ოჯახში სასწრფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ორხიდიანი მანქანას სოფლის გზაზე ასვლა გაუჭირდა. სვეტლანა გოგიჩაშვილის თქმით, სოფლის გზები, განსაკუთრებით, წვიმის დროს ზიანდება.

,,წელს გზასაც გაგიკეთებთ და გაზსაც შემოგიყვანთო. თუ ამას გააკეთებენ, რა ჯობია?“ - ამბობს სვეტლანა გოგიჩაშვილი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები