ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილს გორის მერია ეგზოტიკურ სანაპიროზე გზავნის
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი, ეგვიპტეში, ერთი კვირით გაემგზავრება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერმა მიიღო.

გორის მერის, კოტე თავზარაშვილის ინიციატივით, გენო პეტრიაშვილი ,,შარმ ელ შეიხის" 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ორკაციანი საგზურით დაისვენებს.

ვიზიტს ეგვიპტეში ტურისტული კომპანია ,,ფინქ თრეველი" უზრუნველყოფს. გორის მერიის ბიუჯეტიდან გენო პეტრიაშვილის საჩუქარი 2 000 ლარი დაჯდება.

2018 წლის 1 აპრილს, გენო პეტრიაშვილი 24 წლის გახდა. საჩუქრის შეძენა, სწორედ, ამ დღის აღსანიშნავად დაამთხვია მერიამ.

,,საახალწლოდ გვინდოდა საჩუქრის გაკეთება, მაგრამ იმ პერიოდში ვერ მოახერხა გენომ. შესაფერისი პერიოდი კი, ამჯერად გამოიძებნა," - აცხადებენ გორის მერიაში.

გორელი გენო პეტრიაშვილი 2017 წლის სპორტსმენად დასახელდა.



გენო პეტრიაშვილის რეგალიები:

გენო პეტრიაშვილი დაიბადა 1994 წლის 1 აპრილს ქალაქ გორში, პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი.

რიო დე ჟანეიოროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (2016), მსოფლიოს ჩემპიონი (2017) და ორგზის მესამე პრიზიორი (2013, 2015), ევროპის ჩემპიონი (2016) და მესამე პრიზიორი (2013), პირველი ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი (2015).

23-წლამდელთა შორის მსოფლიოს (2017) და ევროპის ორგზის (2016, 2017) ჩემპიონი.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა (2013) და ევროპის ორგზის ჩემპიონს (2013, 2014), მსოფლიოს (2012) და ევროპის (2011) პრიზიორი,

ჭაბუკებს შორის ევროპის (2011) ჩემპიონი და მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი (2011).

2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავე

ღირსების ორდენის კავალერი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები