ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის მისიის პროექტი წარადგინა
3 აპრილს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა უნივერსიტეტიის მისიის პროექტის პრეზენტაცია და განხილვა. შეხვედრას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალი, კურსდამთავრებულები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლევან მიდოდაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს. დამსწრეებმა გამოთქვეს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უნივერსიტეტის მისიის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები